გთავაზობთ კოლექტიურ ტურს პრაღაში

3ღამე/4დღე

ჯგუფი (15 პიროვნება)

 

 

ჩეხეთი მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: პოლონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, გერმანია. ფართობი–78.866კვ.კმ. ძირითადი ქალაქებია: ბრნო, ოსტრავა, პლზენი, ოლომოუცი, ლიბერეცი. პრაღა– ჩეხეთის დედაქალაქი ერთერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია არა მხოლოდ ჩეხეთში, არამედ მთელს ევროპაში. იგი მდებარეობს ცენტრალურ ბოჰემიაში მდ. ვლტავაზე, რომელიც პრაღას ორ ნაწილად ჰყოფს. დედაქალაქის ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან 18 ხიდით არის დაკავშირებული. ქალაქში საუცხოოდ არის შერწყმული სხვადასხვა არქიტექტურული სტილი, ადრინდელი შუა პერიოდიდან დღემდე. პრაღა მსოფლიოს ერთერთი ქალაქია, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. შიდა ქალაქი არცერთ მსოფლიო ომს არ დაუზიანებია, ისტორიული ძეგლები თითქმის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. პრაღაში ყველას შეუძლია ისე გაერთოს როგორც სურს.  ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. გადმოცემის თანახმად, პრაღა დაარსებულია IX საუკუნეში ჩეხი დედოფლის მიერ. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვისაგან „Prah“, რაც ზღურბლს ნიშნავს. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

სასტუმრო Hotel-ORION 3* პრაღაში

მდებარეობა: სასტუმრო მდებარეობს ქალაქის მშვიდ ნაწილში ე.წ. Královské Vinohrady–ში. სასტუმროდან ფეხით სულ რაღაც 5 წთ.ის სავალზე მეტრო და ქალაქის ცენრალური ნაწილი, ე.წ  ვაცლავსკის მოედანი მდებარეობს.

მომსახურება: სასტუმროში 24სთ.იანი მომსახურებაა;  ყოველი ოთახი აღჭურვილია; ინდივიდუალური სველი წერტილებით; აბაზანით; სეიფით; ტელევიზორით; სამზარეულო/მაცივარით; კონდიციონერით და სხვა.

კვება: (HB) ორჯერადი კვება.

 

  • სტანდარტული DBL   2X

  • ორჯერადი კვება(Breakfast&Dinner)

 

სასტუმრო  Andelssuites 4* პრაღაში

მდებარეობა: სასტუმრო მდებარეობს ე.წ andel´s Suites–ში, ქალაქის ისტორიული ნაწილის გვერდით, ქალაქის ყველაზე საქმიან ნაწილში. სასტუმროს გვერდით ორი კინოთაეტრია; აგრეთვე, პრაღის ყველაზე დიდი კომერციული ცენტრი სახელწოდებით “Obchodni centrum Novy Smichov”, სადაც 130–ზე მეტი წამყვანი მაღაზი და რესტორნია განთავსებული.  სასტუმროს ქვევით, პირველ სართულზე იაპონური რესტორანია, სახელწოდებით „Nagoya www.nagoya.cz. სასტუმროდან ფეხით 5 წთ.ის სავალზე მოცარტის  მუზეუმი ე.წ ‘’Bertramka villa“ მდებარეობს,  სადაც მას ფეხით სეირნობა უხდებოდა და სადაც მის მიერ უამრავი კომპოზიცია შეიქმნა www.bertramka.com;  მუზეუმი ყოველ დღე მუშაობს. შეგიძლიათ ესტუმროთ მუზეუმს, თუ რათქმა უნდა ამის სურვილი გექნებათ. სასტუმროს პერსონალი სიამოვნებით დაგეხმარებათ მუზეუმის ბილეთების დაჯავშნავში. სასტუმროდან 4 კმ.ის მანძილზე მდებარეობს გოლფის მოედანი, რომელიც დაფუძნებულია 1926წ;  მეტროს, მატარებლის & ავტობუსის გაჩერება სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს;  სასტუმროდან 8 წთ.ის სავალზე Charles Bridge და  Lesser Town–ია, ხოლო აეროპორტი სასტუმროდან 20 წთ.ის  სავალზე მდებარეობს (მანქანით).

მომსახურება: სასტუმროში 24 სთ.იანი მომსახურებაა; რამოდენიმე სახის რესტორანი (შვედური მაგიდა); ფოიე; არაერთი ბარი;  გათბობა; მრავალენოვანი პერსონლი; საუნა; სამრეცხაო ოთახი; სილამაზის სალონი; ინტერნეტი & ფაქსი;  სპორტული დარბაზი; საკომფერენციო დარბაზი; ინდივიდუალური სველი წერტილები; აბაზანა; სეიფი; მინი მაცივარი; კონდიციონერი;  ტელევიზორი; ტელეფონი.

კვება:  (HB) ორჯერადი კვება .                                                                                 

 

  • სტანდარტული DBL  2X

  • ორჯერადი კვება  (Breakfast&Dinner)

 

პროგრამა

გაფრენის დრო: თბილისი პრაღა: 04:05 თბილისის დროით – 5:55 პრაღის დროით

დღე.1

დახვედრა აეროპორტში, ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე.

v      პრაღის გაცნობითი ექსკურსია

 

სასტუმროში განთავსებისა და ცოტაოდენი დასვენების შემდეგ დავიწყებთ ქალაქის გაცნობით ექსკურსიას. გთავაზობთ შემდეგი საკვანძო ობიექტების მონახულებას: „Old Town Square (12 km.)“ – პრაღის ისტორიული ცენტრი, ადგილი, რომელიც ბევრი ფაქტის მომსწრე გამხდარა. მოედანს ამაყად გადმოჰყურებს ქალწულ მარიამის ტაძრის გუმბათები. აღსანიშნავია, რომ ყველა შენობა, რომელიც მოედანზეა, რომაულ და ადრეგოტიკურ ფუნდამენტზე დგას. ამ შენობათაგან ერთერთში ცნობილი მწერალი ფრანც კაფკა დაიბადა. მოედანთან ახლოს ძველი ებრაელების რაიონი, ელეგანტური პარიზის ქუჩა, ბაროკოს სტილში აშენებული წმ. ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები მდებარეობენ; „Prague Astronomical Clock” – შუა საუკუნეების ასტრონომიული საათი, რომელიც ძველი ქალაქის მოედანზე მდებარეობს და რომელიც ტურისტული თვალსაზრისით ძალიან პოპულარულია; „Lesser Town    “ – პრაღის ერთ–ერთი უძველესი ისტირიული რაიონი; „Prague Castleis (IX)“ – პრაღის ციხე–სიმაგრე, რომელიც ჩეხი მეფეების, მათი მმართველების, რომაელი იმპერატორების ხოლო მოგვიანებით ჩეხეთის პრეზიდენტების ადგილსამყოფელი გახლდათ. სამეფო ოჯახების კუთვნილი საგანძურები სწორედ აქ ინახება. ციხე–სიმაგრის ტერიტორიაზე თქვენ ნახავთ არაერთ სასახლეს, საგამოფენო დარბაზს, სურათების გალერეას, ბაღებსა და მუზეუმებს, რომელთა უმეტესობის კარი ტურისტებისთვის ღიაა. აქ რეგულარულად ეწყობა შექსპირის საზაფხულო ფესტივალები; ციხე–სიმაგრის დათვალიერებას 3 საათი სჭირდება. ასე რომ დავიწყოთ! „Royal Palace “ – ერთერთი ყველაზე დიდი სამეფო სასახლე მსოფლიოში; „St. George’s Basilica“– წმ. გიორგის ბაზილიკა, რომელიც ყველაზე უძველესი ეკლესიაა ციხე–სიმაგრის ტერიტორიაზე, თარიღდება 973 წლით, ხოლო ბაროკოს სტილში გაკეთებული ფასადები მე–17–ე საუკუნით; „Golden Lane“– ეს პატარა ულამაზესი სახლები, რომლებიც თოჯინების სახლებს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე საცხოვრებელს თარიღდება მე–16–ე საუკუნით. ლეგენდის თანახმად იმპერატორ რუდოლფ II –ის დროს აქ ხდებოდა მეტალის გადაქცევა ოქროდ; „Saint Vitu’s Cathedral“ – წმინდა ვიტოს კათედრალური ტაძარი, პრაღის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია და ჩეხეთის (ბოჰემიის სამეფოს) მეფეთა განსასვენებელი. ტაძარი გოტიკური არქიტექტურის ერთერთი ბრწყინვალე ნიმუშია. წმინდა ვიტოს ტაძარი უძველესი (პირველი საუკუნის) ქრისტიანული ტაძრის ადგილასაა აშენებული, თუმცა ძველი ტაძრის ფუნდამენტი აქ ასევე შემონახულია. ტაძარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა ვაცლავის კაპელას, რომელიც პეტრ პარლერჟის აგებულია – აქ ჩეხეთის განმანათლებელი და მფარველი წმონდა ვაცლავი განისვენებს. ტაძრის სანახავდ წასვლა სჯობს მაშინ, როდესაც იქ სადღესასწაულო მესე იმართება, ამ დროს ტაძარში უკრავს ორღანი, რომელიც თავისი ხმოვანებით ერთერთ საუკეთედოდაა მიჩნეული ევროპაში. „Charles Bridge     “  კარლის ხიდი – განთქმული ისტორიული ხიდი მდ. ვლტავაზე, რომლის სიგრძე 520 მეტრი და სიგანე 9,5 მეტრია. ის ერთმანეთთან პრაღის რაიონებს  ე.წ. „სტარო მესტოს“ და „ მალა სტრანას“ აკავშირებს.ხიდის ყოველ ბურჯზე აღმართულია სხვადასხვა საკულტო ქანდაკება, სულ 30, რომლები ბაროკოს პერიოდშია შექმნილი. „Wenceslas Square“ – ქალაქის მთავარი მოედანი ახალ პრაღაში. მოედნის სახელწოდება წმ. ვაცლავსკის სახელს ატარებს. ვაცლავსკის მოედანი – ეს არის ქალაქის ყველაზე საქმიანი და კულტურული ნაწილი, ბევრი ისტორიული მოვლენა მომხდარა ამ მოედანზე. აქვე მდებარეობს „National Museum“ და  „  National Theatre    “, რომელსაც ჩვენ მხოლოდ ფეხით გავივლით.

 

v      ტურის დასრულების შემდეგ ტრანსფერი სასტუმროში. ტურის ხანგრძლივობა 6 საათი.

o        6 საათიანი პრაღის გაცნობითი ექსკურსია

o        შესასვლელი ბილეთები ( Prague Castleis, St. Vitus Cathedral, Royal Palace, St. George’s Basilica and Golden Lane-ში )

o        ტრანსფერი

o        ღამის გათენებს თქვენს მიერ შერჩეულ სასტუმროში

o        ორჯერადი კვება (HB)

 

დღე2. დღე 3.

თავისუფალი დღეები პრაღაში.

 

თავაზობთ თავისუფალ დღეებს პრაღაში, თქვენ გელოდებათ ღამის კლუბები, ქალაქის სხვადასხვა გასართობი ადგილები, სავაჭრო/სუვენირების მაღაზიები, მუზეუმები, ღირსშესანიშნავი ადგილები..... აქვე რამდენიმე რჩევა!

თუ ზოგიერთ თქვენგანს პრაღის ტურისტულ ნაწილში ხეტიალი მოგბეზრდებათ, აუცილებლად ეწვიეთ ვიშეჰრადს, სადაც კარლის ხიდის ძეგლების ორიგინალები ინახება. აქ უამრავი ისტორიული ძეგლის ნახვა შეიძლება, აგრეთვე აქ არის უზარმაზარი პარკი, საიდანაც პრაღის საუკეთესო ხედები იშლება.

მამაკაცების საყურადღებოდ!

აქ არის გაშენებული ვენახები და ჩეხური ღვინის რესტორნები, სადაც ცხელი ღვინით გაგიმასპინძლდებიან. ერთი რამ კი ცხადია ჩეხური ლუდი განთქმულია მსოფლიოში. იმისათვის რომ ჩეხური ლუდით დატკბეთ ის შესაბამის გარემოში უნდა მიირთვათ. მაგალითად, Pivovarsky Dum (Lipova 15) – სადაც შეგიძლიათ იშვიათი გემოს ლუდი გასინჯოთ (ყავის, ბანანის, ვანილის და სხვა.) აგრეთვე პრაღის დუქანი სახელწოდებით „ფლეკუსთან“ – რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ დუქნად ითვლება, მასში 13 სხვადასხვა დარბაზია, სხვაგან ვერსად გასინჯავთ და იყიდით აქ დამზადებულ ლუდს, მხოლოდდამხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი მისი დაგემოვნება. „U Fleku (Kremencova 183/9)“ – განთქმულია ტკბილი შავი ლუდით. ეს ადგილი ტურისტებზეა გათვლილი და ესაბამისად ძვირიცაა. როგორც ამბობენ, პრაღაში ლუდი უფრო იაფი ღირს ვიდრე ბოთლი წყალი.

რაც შეეხება ქალბატონებს, გირჩევთ აუცილებლად გასინჯეთ ჩეხური ნაყინი, ესტუმრეთ რომელიმე პატარა კაფეს, რომელიც მრავლადაა ქალაქში და მიირთვით უგემრიელესი ჩეხური ნაყინი. რაც შეეხება შოპინგებს, აქ ძირითადად საშუალო დონის საფირმო მაღაზიებს შეხვდებით, რომლის ფასები თბილისის იგივე საფირმო მაღაზიებთან შედარებით ნახევარია. ქალბატონებო! არ დაგავიწყდეთ სახელგანთქმული ჩეხური ბროლი. ჯერ კიდევ მე–7–ე სკ.ში. ბოჰემიის ბროლი ხომ კონკურენციას უწევდა ვენეციურ შუშას. ისტორიული პრაღის მაღაზიები სავსეა ბროლის სხვადასხვა ნეკეთობებით. მათ ქუჩაში გამართულ ბაზრობებზეც კი უხვად ნახავთ.

 

ნათქვამია ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო..... გისურვებთ წარმატებებს! 

  • v      ყურადღება!

  • 1.      ტრამვაის სამგზავრო ბილეთის ფასი 28 კრონამდეა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე მეტროსთვის.

  • 2.      არ ენდოთ პრაღაში ტაქსის მძღოლებს, ტურისტებს, მართალია ყველგან ატყუებენ, მაგრამ აქაური მძღოლები მაინც ყველაზე განთქმულები არიან.

  • 3.      უმჯობესია ისაუბროთ ინგლისურად.

 

o        თავისუფალი დღეები პრაღაში

o        ღამის გათენება თქვენს მიერ არჩეულ სასტუმროში

o        ორჯერადი კვება (შვედური მაგიდა)

 

დღე 4.

 დაბრუნება თბილისში.

ტრანსფერი აეროპორტში.

გამოფრენის დრო: პრაღა – თბილისი   21:40 პრაღის დროით   - 03:00    თბილისის დროით

 

 

ტურის ღირებულება: სასტუმრო Hotel-ORION 3*                        

                                     სასტუმრო  Andelssuites 4*                      

 

 

v      ფასები მითითებულია ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების შესაბამისად. მარშრუტის შეცვლის ან ტურისტების გაზრდის/შემცირების შემთხვევაში ტურის ღირებულება შეიცვლება. SesaZlebelia turis xangrZlivobis gazrda Tqveni moTxovnis safuZvelze!

 

v      მოგზაურობის ღირებულებაში შედის:

  • o       დახვედრა აეროპორტში

  • o        ტრანსფერი: აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტი

  • o        ორჯერადი კვება (HB)

  • o        6 საათიანი პრაღის გაცნობითი ექსკურსია

  • o        ყველა ტრანსფერი & ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება კერძო მანქანით (ზემოთ შემოთავაზებული პროგრამის მიხედვით)

  • o        რუსულ– ან ინგლისურენოვანი გიდი

  • o        შესასვლელი ბილეთები (პროგრამის მიხედვით)

  • o        სავიზო მომსახურება

  • o        სამოგზაურო დაზღვევა

v      მოგზაურობის ღირებულებაში არ შედის:

  • o        სასმელები

    ჩეხეთის საკონსულოში ვიზის გასაფორმებლად თქვენს მიერ წარსადგენი საბუთები:

  • o        შევსებული ანკეტა

  • o        საერთაშორისო პასპორტი (რომელიც ძალაში იქნება მომდევნო 6 თვის მანძილზე)

  • o        ორი ფოტოსურათი

  • o        ჩეხეთში დროებით ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი (სასტუმროს ჯავშანი ვაუჩერთან ერთად)

  • o        სამოგზაურო დაზღვევა

  • o        ავიაბილეთის ჯავშანი

  • o        ცნობა სამუშაო ადგილიდან თანამდებობის და ხელფასის მითითებით

  • o        საბანკო ამონაწერი; ფინანსური დასტური

  • o        საკონსულო მოსაკრებელი წარმოადგენს

              

Gather unforgettable memories.       

Don’t delay. Do it now

For more exciting details send us e-mail:     geotours.info@caucasus.net

Yours Sincerely

Georgian Tours Company