ჩეხეთი ტურისტებს ლუდის ფესტივალზე ეპატიჟება

                         (PVA Letňany Exhibition Centre)

 

 

                                             6 ღამე/ 7 დღე

 

 

 

პრაღა და საერთოდ ჩეხეთი ხომ ლუდის ნამდვილი სამოთხეა. 22 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ჩეხეთში ლუდის ერთერთი ყველაზე მაშტაბური ფესტივალი ტარდება. ფესტივალზე ლუდის 50–ზე მეტი სახეობა იქნება წარმოდგენილი და რაც მთავარია, მათი დაგემოვნების საშუალება ფესტივალის ყველა სტუმარს ექნება. გარდა ამისა, გექნებათ შესაძლებლობა გასინჯოთ ლუდის რამდენიმე ორიგინალური სახეობაც, რომელიც თავისუფალ გაყიდვაში ჯერ არც კი გამოსულა.

ფესტივალი, წელიწადში ერთხელ კეთდება. სტუმრებს მოემსახურება სპეციალურ ტრადიციურ ტანსაცმელში ჩაცმული 300–ი მომსახურე პერსონალი (გოგოები და ბიჭები), ე.წ ლუდის დამტარებლები, რომლებიც მოულდნლად გამოჩნდებიან სხვადასხვა ადგილებში და სიცხით შეწუხებულ მოგზაურებს მოემსახურებიან. ამას დაუმატეთ უგემრიელეს ჩეხურ მწვადები, დელიკატესები...ყველაფერთან ერთად  ცოცხალ მუსიკა და სხვადასხვა გასართობ პროგრამები.

ფესტივალი მიმდინარეობს უზარმაზარ კომპლექსურ კარვებში,  ყოველ კარავს  თავისი კუთვნილი სცენა აქვს. როგორც ცნობილია ჩეხეთში ლუდის უამრავი ფესტივალი და კონკურსი იმართება, გამარჯვებულს კი რა თქმა უნდა, ქაფიანი სასმლის მოყვარულები ირჩევენ.

ამას გარდა, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება სხვადასხვა თემატურ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და შესაბამისი პრიზებიც მიიღოს. გასულ წელს  საუკეთესო ლუდად Moravské დასახელდა, მეორე Pardal და მესამე ადგილზე გავიდა Budweiser.

ფესტივალზე გადახდა მოგიწევთ ე.წ Beer Tolars–ით,  რომელიც  შეგიძლიათ შეიძინოთ იქვე კარავში. ერთ შეკვრაში მინიმუმ 5 ცალია. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ Tolars–დაუბრუნებადია ანუ არ იცვლება ნაღდ ფულზე,  მაგრამ იგი მოქმედია მთელი ფესტივალის განმავლობაში.  Tolars–შეგიძლიათ შეიძინოთ საკვები, სასმელი, სულ რაღაც 1 Tolars–ად სხვადასხვა სახის სუვენირები (ლუდის ჭიქები, მაისურები, და ა.შ) ერთი Tolars–ის ღირებულება არის 40 CZK.    

 

შესვლა  უფასოა. მობრძანდით და შეხვდით სხვადასხვა ეროვნების ხალხს.

 

ღირებულებაში შედის სასტუმრო; დილის საუზმე (შვედური მაგიდა).

 

 
 
 
 

 

 

როგორ მივაღწიოთ გამოფენამდე:

მეტროს ხაზი “B” -  ამოდით სადგურის ბოლო “Letňany”–ის გაჩერებაზე. აქედან ფესტივალი ფეხით 5 წუთის სავალზე მდებარეობს ან კიდევ გამოიყენეთ უფასო ავტობუსი # 758, რომელიც  ზუსტად გამოფენის წინ ჩერდება.

ტრანსფერი: 2 გზა აეროპორტი–სასტუმრო & სასტუმრო აეროპორტი;  / კერძო მანქანა/ორი პიროვნებისთვის


დამატებითი მომსახურება:

 ბარათი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ 3 დღის განმავლობაში უფასოდ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უფასოდ ესტუმროთ მაქსიმუმ 55 მუზეუმს.

 

  • აგრეთვე შეგვიძლია შემოგთავაზოთ დამატებითი ტურები. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ შემდეგ მისამართზე:  კოსტავას 10;  მეტრო რუსთაველი

 

 

Gather unforgettable memories.       

Don’t delay. Do it now

For more exciting details send us e-mail:     geotours.info@caucasus.net

Yours Sincerely

Georgian Tours Company