გთავაზობთ კოლექტიურ ტურს საფრანგეთში.

7 ღამე / 8 დღე

15 პიროვნება

 

აფრანგეთის რესპუპლიკა მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ანდორა, ესპანეთი. საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში რომელმაც დაამხო მონარქიული მმართველობა და გამოაცხადა რესპუბლიკა. სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა “ფრანკი“ თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. XIX ს.–ის განმავლობაში საფრანგეთმა უზარმაზარი ტერიტოიები დაიპყრო აფრიკასა და აზიაში, მაგრამ საუკუნეთა მიჯნაზე გერმანიასთან წარმოებულმა ომებმა ძლიერ დაასუსტა მისი კოლონიური იმპერია. XX ს. –ის 50–იან წლებში გენერალმა შარმ–დე–გოლმა შეძლო მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენა.

ფართობი: 551.695 კვ.კმ; საზღვრები: საზღვაო- 3.010 კმ; სახმელეთო – 2,250 კმ.

მოსახლეობა: 64.1 მლნ. მათ შორის 90.4%–ფრანგები; 2.5% –ელზასელები; 2.0% – იტალიელები; 1.9% – ბრეტონელები.

სახელმწიფო ენა: ფრანგული

რელიგია: კათოლიციზმი; პროტესტანტიზმი (1 მლნ.); ისლამი (4 მლნ.)

ძირითადი ქალაქები: პარტიზი, ლიონი, მარსელი, ტულუზა, ნიცა, ნანტი, სტრანსბურგი.

ვალუტა: ევრო

ქვეყნის კოდი: FRA

სატელეფონო კოდი: 33

დროის სარტყელი: დზკ +1

 

სასტუმრო  3* ან 2*  პარიზის ცენტრში.    

სტანდარტული DBL

საუზმე – შვედური მაგიდა

 

გაფრენის დრო თბილისიდან:   Tbilisis droiT 6:50

თბილისი–პარიზი:                    10:00    პარიზი (პარიზის droiT)

        დღე  1    

         დახვედრა  აეროპორტში.  ტრანსფერი  აეროპორტიდან  სასტუმრომდე &  სასტუმროში განთავსება

       პარიზის გაცნობითი ექსკურსია .

ნაშუადღევს დაიწყება პარიზის გაცნობითი ექსკურსია, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მოინახულოთ ისეთი ღირსშესანიშნავი ადგილები, როგორიცაა:

„ლუვრის მუზეუმი“ (Louvre Muséum) – ყოფილი სამეფო სასახლე, ყველაზე განთქმული მუზეუმი მსოფლიოში, რომელიც XIV ს.–ში მეფის რეზიდენცია გახდა, ხოლო XIX ს. –ში მუზეუმად გადაკეთდა. ეს 800–წლოვანი შენობა ბევრ საიდუმლოებას ინახავს: დავინჩის კოდი, მონა ლიზა და ა. შ.

„პარიზისღვთისმშობლის ტაძარი“  (Notre Dame de Paris) ნოტრ–დამი, რომელიც ფრანგული გოტიკური არქიტექტურის ერთერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება. ტაძარი პარიზის ილ–დე–ლა–სიტეს აRოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მშენებლობა დაიწყო 1163 წელს ლუი მე–7–ის მეფობის პერიოდში. „მონმარტი“ “(Montmart) – რომელიც, პარიზის ჩრდილო ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 130 მეტრის სიმაღლეზე. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ სწორედ ამ უბანში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები როგორებიც იყვნენ: სალვადორ დალი, პიკასო, ვან გოგი, ანდრეი კლემენტე მოდილიანი, ფრანგული იმპრესიონისტული ფერწერის დამფუძნებელი კლოდ ოსკარ მონე.

‘’Basilique du Sacré Cœur–ს ბაზილიკა საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, აგრეთვე, შარლ დე გოლის მოედნის ცენტრში მდებარე „ტრიუმფალური თაღი“ (Arch of Triumph)  – იგივე ვარსკვლავის მოედანი. ამ მოედანზე თავს იყრის თორმეტი დიდ გამზირი და ამგვარად იქმნება ვარკვლავების შთაბეჭდილება.

„შანზ–ელიზე“ (Avenue des Champs Elysées) – პარიზის ყველაზე დიდი და ცნობილი გამზირია. ელისეს მინდრები სწორხაზოვან პერსპექტივას იძლევა, სადაც ერთმანეთს ენcვლება ლუვრის მუზეუმი, ლუი მე–14–ის ქადაკება, კარუსელის ტრიუმფალური ტაღი, ტუილერის ბაღი და ა.შ. ეს არის პარიზის ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობა. დაბლობ ნაწილში ელისეს მინდვრები შემოსაზღვრულია მარინის სკვერით და რამდენიმე ნაგებობით (პეტი პალე, მარინის თეატრი, გრან პალე და პალე დე ლა დეკუვერტი), მაღლობ ნაწილში კი მაღაზიები, ბუტიკები, კინოთეატრები, კაფეები და რესტორნებია განთავსებული. სწორედ შანზ–ელიზეზე ხვდებიან პარიზელები ახალ წელს.

საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო „ეიფელის კოშკი“ (Eiffel Tower) – ლითონის კონსტრუქცია მდ. სენასთან, ტურისტული თვალსაზრისით ქალაქის ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მლნ.ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. სახელი პროექტის ავტორის გუსტავ ეიფელის პატივსაცემად დაერქვა. კოშკის სიმაღლე 300მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა.

„ნაპოლეონ ბონაპარტის საფლავი“ (Napoléon’s Tomb)–ე.წ ინვალიდთა სახლში, რომლის მშენებლობა ლუი მე 14–მ დაიწყო 1671 წ. ამჟამად, ინვალიდთა სახლი მუზეუმად არის ქცეული და აქ არაერთი ცნობილი საზოგადო თუ სამხედრო მოღვაწეა დაკრძალული.

„კონკორდის მოედანი“  (Place de la Concorde) – მეორე უდიდესი მოედანი, რომელმაც შანზ–ელიზეს დასაწყისში, მე–8 ოლქში მდებარეობს. 1772 წლიდან მას ლუი მე–15–ის მოედანი დაერქვა, ხოლო 1792 წელს რევოლუციის მოედანი. სწორედ ამ წელს დაიმსხვრა მეფის ქანდაკება და აღიმართა თავისუფლების უზარმაზარი ქანდაკება. „ოპერის სახლი“ (Opéra National de Paris) – დაარსებული მეფე ლუი XIV-ის  მიერ 1672 წელს. ეს არის ის საკვანძო ობიექტები, რომელსაც თქვენ აუცილებლად ესტუმერებით...ამას გარდა, გზად უამრავ ღირშესანიშნაობებს შეხვდებით.

  

ყოველ აღნიშნულ საკვანძო ობიექტზე მოგეცემათ სურათების გადაღების საშუალება.                                                                                        

4–5სთ.იანი პარიზის გაცნობითი ექსკურსია.                                                                                                              

ტრანსფერი

გიდი (რუსულ– ან ინგლისურენოვანი გიდი)

სასტუმრო (DBL)

დილის საუზმე & შვედური მაგიდა.

დღე 2 დღე 3 /  დღე 4/ დღე 5/ დღე 6 დღე 7 

       თავისუფალი დღეები პარიზში.

 

 

 

 

 

 

გთავაზობთ თავისუფალ დღეებს  პარიზში დასვენებისთვის და სიამოვნებისთვის. თქვენ გელოდებათ უამრავი გასართობი ადგილი პარიზში, სადაც ნამდვილად ვერ მოიწყენთ. მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებით და ღამის კლუბებით პარიზი ხომ მდიდარია, თანაც მას ხომ ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში.

ზაფხული ზედ გამოჭრილია არ მარტო დასვენებისთვის, არამედ შოპინგებისთვისაც. ეს ის პერიოდია, როცა მაღაზიებში ფასდაკლება მიმდინარეობს, შოპინგების მოყვარულებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ძალიან იაფად იყიდონ ხარისხიანი პროდუქცია. 6 ივლისი არის დღე, როცა საფრანგეთის  ყველა მაღაზიაში ფასდაკლებები სტარტს იღებს, ანუ ეს პროცესი საყოველთაო ხდება. გაითვალიწინეთ! შანზ-ელიზე საკმაოდ ძვირი გამზირია და საერთოდ  სეილებით მეტი სარგებლობა შესაძლებელია პარიზის  გარეუბნებში, სადაც დილიდან საღამომდე რიგებია; თუ თქვენ ეძებთ ანტიკური ნივთებს, მხატვრული ხელოვნების ნიმუშებს, მაშინ ეწვიეთ ერთერთ ყველაზე ცნობილ ე.წ რივოლის ქუჩას (Rue de Rivoli), სადაც  მსგავსი ნივთების უამრავი მაღაზია მდებარეობს და თანაც ეს ქუჩა სავსეა  ტურისტებით.

  • ყურადღება!

1.            1. მუზეუმებს რაც შეეხება არსებობს სპეციალური ბილეთი, რომელიც რამოდენიმე მუზეუმში ჭრის და ჯამში   

           გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე 9 ევროს გადახდა მხოლოდ ლუვრში.

2.            2. ტრანსპორტს რაც შეეხება მეტროში შეიძლება სპეციალური ბილეთის ყიდვა ტურისტებისთვის ან კიდევ ერთ                  კვირიანი  ბილეთის ყიდვა რომელიც გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე ტრანსპორტში ყოველ ასვლაში ფულის      

                გადახდა. მეტრო გვიანობამდე მუშაობს.

3.            3. უნიკალური სავაჭრო ადგილები პარიზის გარეუბანში გახლავთ ე.წ  La Vallee Village, rue de rennes,

      rue de  grenelle, rue du Four, rue de Sèvres, rue du Cherche-midi–აქ უამრავ პატარა და დიდ მაღაზიებს       

          შეხვდებით მაგ:  H&M –ის მაღაზია rue de rennes–ზე,  Zara –ს მაღაზია rue de Sèvres–ზე...

 

 

თავისუფალი დღეებიარიზში.

ღამის გათენება თქვენს მიერ შერჩეულ სასტუმროში, პარიზი. 

საუზმე (შვედური მაგიდა)

              დღე 8   

        დაბრუნება საქართველოში.  

  საღამოს ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში. 

საუზმე  (შვედური მაგიდა)

ტრანსფერი 

 

გამოფრენის დრო:  11:10  არიზის droiT         

parizi  თბილისი 17:40  Tbilisis  droiT                

     

 

    

                                               (ჯგუფში 15 პიროვნება )   

 

  • ფასები მითითებულია ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურეობის შესაბამისად. ჯგუფზე 15 პიროვნება. მარშრუტის შეცვლის ან ტურისტების გაზრდის და პირიქით შემცირების შემთხვევაში ტურის ღირებულება შეიცვლება. საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა ... agreTve SesaZlebelia dReebis Semcireba.

 

  • ოგზაურობის ღირებულებაში შედის:   

დახვედრა აეროპორტში.

ტრანსფერი: აეროპორტი–სასტუმროში&სასტუმრო–აეროპორტი(deluxe minibus)

7 ღამე თქვენს მიერ შერჩეულ სასტუმროში, პარიზი.

დილის საუზმე (BB) & შვედური მაგიდა

პარზის გაცნობითი ექსკურსია

ყველა ტრანსფერი & ღირშესანიშნავი ადგილების დათვალირება პერსონალური მანქანით (ზემოთ შემოთავაზებული პროგრამის მიხედვით)

რუსულ– ან ინგლისურენოვანი გიდი ზემოთ შემოთავაზებული პროგრამის მიხედვით;

მომსახურების საფასური & VAT

სავიზო მომსახურება;

სამოგზაურო დაზღვევა;

 

  • მოგზაურობის ღირებულებაში არ შედის:  

სასმელები

aviabileTi

 

 

ჩვენს ტურისტებს ვთავაზობთ  რამოდენიმე თემატურ ექსკურსიებს პარიზში და არა მარტო პარიზში:

   4 საათიანი ლუვრის მუზეუმში.

9:00 ლუვრის მუზეუმი-ყოფილი სამეფო სასახლე, როემლიც ყველაზე განთქმული მუზეუმია  მსოფლიოში, პარიზის ცენტრში მდებარეობს, ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად  1793 წლის 8 ნოემბერს გაიხსნა, საფრანგეთის რევოლუციის  დროს. თავდაპირველად, იგი მდინარე სენის მარჯვენა სანაპიროზე ააშენეს, როგორც ციხე–სიმაგრე ნორმანებისგან თავდასაცავად. XIVსკ.ში იგი მეფის რეზიდენცია  გახდა, ხოლო XIXს.–მუზეუმი. es 800 წლოვანი შენობა ბევრ საინტერესო და გასაოცარ ამბავს მოგიყვებათ: დაწყებული დავინჩის  კოდიდან სამეფო ტახტის საგანძურით დამთავრებული; ’’Mona Lisa“ (ცნობილი როგორც ჯოკონდა) — ახალგაზრდა ქალის პორტრეტი, რომელიც იტალიელი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის მიერაა შექმნილი დაახლოებით 1503 წლისთვის. ჯოკონდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს;Gგამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ბერძნული ქანდაკება ’’The Winged Victory of Samothrace“  (220-190BC); აფროდიტეს ძველი ბერძნული ქანდაკება ცნობილი როგორც ''Venus de Milo(130-100 BC) და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ლუვრშია.

ლუვრი თავისთავად პატარა ქალაქს წარმოადგენს, სიამოვნებით დაგეხმარებით მის ორგანიზებასი და გზის გაკვლევაში.

ღირებულებაში შედის                                                                                                                                                                      

4 სთ. ტური ლუვრის მუზეუმი

რუსულ– ან ინგლისურენოვანი გიდი  4 სთ.                                                                             

მუზეუმში შესასვლელი ბილეთი                                                                                                        

 

 (ჯგუფში 15 პიროვნება )   

                                                  

     ტური ვერსალში

9:30 ვერსალის სასახლე–ფრანგი მეფეების რეზიდენცია, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს საფრანგეთში,  პარიზიდან 20 კმ.ის მოშორებით მდებარეობს.  შენობა ფრანგული კლასიციზმის არქიტექტურული ნიმუშია. ლუდოვიკო მე-XIV-ს სასახლე და  უმშვენიერესი პარკი, ყოველთვის გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევდა მნახველში. მე-XVI ასწლეულში ვერსალი პატარა სოფელი იყო; ლუდოვიკო მე-XIII-მ აქ მონადირის სახლი ააგო, მოგვიანებით კი ეს სახლი უკვე მისმა შვილმა, ლუდოვიკო მე-XIV-მ, 1660 წელს, სამეფო სასახლედ გადააკეთა. ამისათვის მან მოიწვია სახელგანთქმული მხატვრები, არქიტექტორები და სკულპტორები. 1672 – 1789 წწ.  ვერსალი  ukve სამეფო რეზიდენცია იყო.

მოგვიანებით, ლუი ფილიპეს მეშვეობით, ის გადაიქცა ნაციონალურ მუზეუმად;  მასში დაცული  სურათები და ძეგლები  ნათლად წარმოადგენს საფრანგეთის ისტორიას.  სამეფო სასახლის მთავარი ღირშესანიშნაობებია - მეფის სამრეკლო, ვენერას სალონი, აპოლონის სალონი, სარკეებიანი დარბაზი.

ვერსალის ლანდშაპტური პარკი, რომელიც 101 ჰა-ზე გაშენებული, - ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია, შესრულებული მე-XVII ს.-ის სტილში; მასში მრავლადაა ტერასები, კლუმბები, გაზონები,  ორანჟერიები,  აუზები,  ქანდაკებები, ფანტანების მთელი კასკადი, დიდი არხი. უზარმაზარ პარკი რომელიც მოიცავს  ორ მშენიერ სასახლეს: (აშენებული ლუი XIV-ის მიერ) და Petit Trianons( მეფეების მოსასვენებლი ადგილი); Hameau de la Reine–რომელიც აშენდა მარიამ ანტუანეტასთვის. იგი გახლდათ საფრანგეთის XIV-ე დედოფალი და ლუდოვიკო მე–16–ის მეუღლე, ლუი XVII-ის დედა.  

ღირებულებაში შედის                                                                                                                                                                                 

4 სთ. ტური  ვერსალში

რუსულ– ან ინგლისურენოვანი გიდი

ტრანსფერი  

მუზეუმში შესასვლელი ბილეთი                                                                        

     

 (ჯგუფში 15 პიროვნება )   

 

ტური დისნეილენდში

თავაზობთ 8 საათიან ტურს დისნეილენდში, რომელიც პარიზთან ახლოს, მის აღმოსავლეთ ნაწილში  მდებარეობს. დისნეილენდი გაიხსნა 1992 წლის 12 აპრილს. იკავებს 19 კლმ.  ღირებულებაში შედის ორი პარკის მონახულება (Disney; Univescal Studios), სადაც თქვენ გელოდებათ  ულამაზესი ატრაქციონები, დისნეის ფიგურები, სხვადასხვა სახის შოუები, სხვადასხვა სახის წარმოდგენები,  ჩვენების შემდეგ შეხვდებით ზღაპრის გმირებსა და წარმოდგების მონაწილეებს;  აქ უამრავი სხვადასხვა გასართობი საშუალებაა სადაც ნამდვილათ ვერ მოიწყენთ. 

ღირებულებაში შედის 

8 სთ. ტური დისნეილენდში 

ტრანსფერი (ორი გზა)

შესასვლელი ბილეთები (ორი პარკის)

 

 (ჯგუფში 15 პიროვნება )   

 

ტური ლევილში.

ლევილი –საფრანგეთის პატარა ქალაქი, რომელიც პარიზიდან 31 კილომეტრის  დაშორებით,  სამხრეთით მდებარეობს.ეს ის ქალაქია სადაც ჩვენთვის კარგად ცნობილი ქართველების საფლავები მდებარეობს.  ესენი არიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები,  სახალხო გმირები, პოლიტიკოსები და ა.შ.  ისინი ვინც საქართველო დატოვა 1921 წელს როდესაც საბჭოთა ჯარები შემოვიდნენ საქართველოში. აგრეთვე აქ არის 1922 წელს გადასახლებული ინტელიგენციის საფლავები.

ღირებულებაში შედის                                                                                                                                                                                                                                

4 სთ. ტური ლევილში

რუსულ– ან ინგლისურენოვანი გიდი

ტრანსფერი  

მუზეუმში შესასვლელი ბილეთი        

 

 (ჯგუფში 15 პიროვნება )   

 

  • საკონსულოში ვიზის გასაფორმებლად თქვენს მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტები:           

შევსებული ანკეტა (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე).

საერთაშორისო პასპორტი (რომელიც ძალაში იქნება მომდევნო 6 თვის მანძილზე).

ერთი ფოტოსურათი 3x4.

ცნობა სამუშაო ადგილიდან თანამდებობისა და ხელფასის მითითებით (ნათარგმნი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე და დამოწმწბული ნოტარიულად).

ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი ცნობა.

სასტუმროს ჯავშანი.

პირადობის მოწმობის ასლი.

ავიაბილეთის ჯავშანი.

სამოგზაურო დაზღვევა.

საკონსულო მოსაკრები შეადგენს 60 ევროს.

 


Gather unforgettable memories.       

Don’t delay. Do it now

For more exciting details send us e-mail:      geotours.info@georgiantours.net

Yours Sincerely

 Georgian  Tours Company